SQL – Developer

#UserAcademy წარმოგიდგენთ პროფესორ ნუგზარ ამილახვარის საავტორო კურს:

#SQL დეველოპერი

რეგისტრაცია:  https://forms.gle/y6cGrECmGEZSDqiZ9

20 წლიანი პედაგოგიური და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ტრენინგ ცენტრებში. სახელმწიფო და მსხვილ კორპორაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მას ეკუთვნის მრავალი ფართომასტაბიანი პროექტი მონეცემთა ბაზების ორგანიზებასა და მართვაში.

გამოცდილება:
🔹 #კავკასიის უნივერსიტეტი (პროფესორი კომპიუტერულ მეცნიერებებში) ;
🔹 #საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (პროფესორი კომპიუტერულ მეცნიერებებში ;
🔹 #საქართველოს სასწავლო ღია უნივერსიტეტი (პროფესორი კომპიუტერულ მეცნიერებებში) ;
🔹 #ილია ჭავჭავაძის სახ. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (პროფესორი კომპიუტერულ მეცნიერებებში) ;
🔹 #საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (პროფესორი კომპიუტერულ მეცნიერებებში );

#სერტიფიკატები:
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია (CASE), SD5 CSP Cyber Security Professional, სერტიფიკატი 2016 BATTELLE, Biosafety Level – 2 General Biosafety, სერტიფიკატი 2016 MicroMain Europe, Maintenance and Facility Management CMMS, სერტიფიკატი 2015 Information Systems Security Partners, ITIL V3 Foundation, სერტიფიკატი 2014-2015 საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს Oracle აკადემია, 11g Administration, სერტიფიკატი 2014 უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია (CASE), SD5 CSA Cyber Security Awareness, სერტიფიკატი 2006 IT-Knowledge, MICROSOFT APPROVED COURSE: “2779: Implementing a Microsoft® SQL ServerTM 2005 Database”, სერტიფიკატი 2000

კურსის ხანგრძლივობა 24 აკადემიური საათი – 12 შეხვედრა
ფასი: 450 ლარი

რეგისტრაცია: https://forms.gle/ZCwZCSVm8iuddLqAA

შეხვედრა 1-ის თემა
1. MS SQL Server-ის ინსტალირება MS Windows 10-ში;
2. სასწავლო კურსის სილაბუსის გაცნობა.
განსახილველი საკითხები
1. MS Windows 10-ში MS SQL Server-ის ინსტალირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;
2. მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის სამუშაო გარემოს მომზადება და ინსტალირება.
3. სასწავლო კურსის სილაბუსის მიზნები, მოსალოდნელი სწავლის შედეგები, სწავლის ფორმები და მეთოდები, სასწავლო კურსის შინაარსი (შეხვედრების მიხედვით), სამუშაო წესები და ლიტერატურის განხილვა.

შეხვედრა 2-ის თემა
1. რელაციური მონაცემთა ბაზები.
განსახილველი საკითხები
1. საინფორმაციო სისტემები;
2. მონაცემთა ბაზები;
3. მონაცემების რელაციური მოდელი;
4. საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზების სამი დონის განხილვა: I, II და III ცხრილების ნორმალიზების ფორმა;
5. პრობლემური სფეროს კონცეპტუალური მოდელის დაპროექტების აღწერა (ER-სქემა).

შეხვედრა 3-ის თემა
1. მონაცემთა ბაზების აგებულება;
2. MS SQL Server–ის მონაცემთა ბაზის ფორმატირება SSMS გარემოში;
3. Transact SQL-ში მონაცემთა განსაზღვრის ენა (DDL).
განსახილველი საკითხები
1. მონაცემთა ბაზების არქიტექტურა;
2. მონაცემთა ბაზების ობიექტები;
3. სისტემური მონაცემთა ბაზები;
4. ფაილები და ფაილების ჯგუფები;
5. მონაცემთა ბაზის შექმნა, წაშლა, გადარქმევა, მიერთება და გამორთვა;
6. ბრძანებები CREATE, ALTER, DROUP;
7. მონაცემთა მთლიანობის უზრუნველყოფის საფუძვლები;
8. სისტემური მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების სტრუქტურის აღწერა.

შეხვედრა 4-ის თემა
1. MS SQL Server–ის მონაცემთა ცხრილების ფორმატირება, მონაცემთა ტიპები;
2. Transact SQL-ში მონაცემთა მანიპულირების (DML) ენა.
განსახილველი საკითხები
1. მონაცემთა ცხრილების დაპროექტება;
2. მონაცემთა ცხრილის შექმნა, წაშლა, გადარქმევა;
3. მონაცემთა ცხრილის სტრუქტურა: სვეტები და სტრიქონები;
4. მონაცემთა ტიპები;
5. მონაცემთა ცხრილებში ინფორმაციის ფორმატირების ბრძანებები INSERT, SELECT, UPDATE, DELETE;
6. ლოგიკის ოპერატორები: AND, OR, NOT, ALL, ANY, EXISTS, BETWEEN, IN და LIKE.

შეხვედრა 5-ის თემა
1. MS SQL Server–ში ცხრილის შიდა და გარე გასაღებები;
2. მონაცემთა ინდექსები, კავშირები და დიაგრამა MS SQL Server–ში.
განსახილველი საკითხები
1. მონაცემთა ცხრილის უნიკალური ველ(ებ)ი – პირველადი (შიდა) გასაღები;
2. მონაცემთა ცხრილის გარე გასაღები;
3. გასაღებების გამოყენება მონაცემთა ცხრილებს შორის კავშირის შესაქმნელად;
4. კავშირები “ერთი-ერთთან”, “ერთი-ბევრთან” და “ბევრი-ბევრთან”;
5. INNER JOIN, LEFT OUTER JOIN, RIGHT OUTER JOIN და FULL OUTER JOIN კავშირები;
6. ინდექსები და მათი გამოყენება მონაცემთა წარმოების დასაჩქარებლად;
7. დიაგრამები.

შეხვედრა 6-ის თემა
1. MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზის დაარქივება/აღდგენა და მონაცემთა ცხრილების იმპორტ/ექსპორტი, ODBC.
განსახილველი საკითხები
1. მომხმარებლის საკუთარი ტიპის შექმნა;
2. სარეზერვო ასლის ტიპები; სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა (ბრძანებები: BACKUP DATABASE და RESTORE DATABASE);
3. მონაცემთა ცხრილების იმპორტ-ექსპორტი (ბრძანებები: IMPORT, EXPORT);
4. ODBC-ით კავშირების განხორციელება და მათი მაგალითები.

შეხვედრა 7-ის თემა
1. MS SQL Server–ის მონაცემთა წარმოდგენების ფორმატირება SSMS გარემოში;
2. მონაცემთა ანალიზი.
განსახილველი საკითხები
1. მონაცემთა წარმოდგენების ფორმატირება SSMS გარემოში;
2. ჩადგმული მოთხოვნები. დამოუკიდებელი და ბმული ქვემოთხოვნები;
3. GROUP BY-ისა და HAVING-ის გამოყენება მონაცემთა ანალიზისას;
4. NULL-თან მუშაობა.

შეხვედრა 8-ის თემა
1. MS SQL Server–ის მონაცემთა წარმოდგენების ფორმატირება SELECT-ის გამოყენებით;
2. მონაცემთა ანალიზი Transact SQL-ის ენის გამოყენებით.
განსახილველი საკითხები
1. არართული და რთული წარმოდგენების ფორმატირება;
2. მმართველი კონსტრუქციები BEGIN…END, IF…ELSE, CASE…END, WHILE…BREAK CONTINIUE;
3. ტრანზაქციები: BEGIN TRANSACTION, COMMIT და ROLLBACK ბრძანებები;
4. ქვემოთხოვნები;
5. ოპერაციები სიმრავლეებზე.

შეხვედრა 9-ის თემა
1. მონაცემთა ცხრილების თვლადი ველები;
2. MS SQL Server-ის ფუნქციები;
3. კურსორები.
განსახილველი საკითხები
1. მონაცემთა ცხრილებში თვლადი ველების შექმნა;
2. მომხმარებლის ფუნქციები;
3. SCALAR, INLINE და MULTI-STATEMENT ტიპის ფუნქციები;
4. ჩადგმული მათემატიკური, ტექსტური და თარიღების ტიპის ფუნქციები;
5. კურსორების ფორმატირება.

შეხვედრა 10-ის თემა
1. MS SQL Server-ის შენახული პროცედურები.
განსახილველი საკითხები
1. შენახული პროცედურების ტიპები;
2. შენახული პროცედურის შექმნა;
3. შენახული პროცედურის ავტომატურად შესრულების მართვა.

შეხვედრა 11-ის თემა
1. ტრიგერები MS SQL Server-ში.
განსახილველი საკითხები
1. ტრიგერის ფორმატირება;
2. ტრიგერის მართვა;
3. მონაცემთა მთლიანობის უზრუნველყოფა ტრიგერების გამოყენებით.

შეხვედრა 12-ის თემა
1. მონაცემთა ბაზების მართვა.
განსახილველი საკითხები
1. მონაცემთა ბაზის დაპროექტებისას და რეალიზაციისას დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
2. არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ ანგარიშის მომზადება;
3. მონაცემთა ბაზების ავტომატური მართვა.

დამატებითი საკითხები:
1. სასწავლო კურსი შეისწავლის მხოლოდ MS SQL Server-ის დეველოპმენტს;
2. სასწავლო კურსის საკითხების განხილვა შესაძლებელია იქნეს წანაცვლებული სწავლების მიმდინარეობისას;
3. MS SQL Server-ის ადმინისტრირება და დაცვის საკითხების შესწავლა შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ამ კურსის დამატებით შეხვედრებით, ასევე ცალკე კურსით;
4. შეხვედრების რაოდენობის, მოცულობისა და თემატიკის განხილვა შესაძლებელია ინდივიდუალურად.

რეგისტრაცია: https://forms.gle/ZCwZCSVm8iuddLqAA
ტელ: 599 88 37 16
contact@uacademy.ge