Projects

შესრულებული პროექტები

იუზერ აკადემია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა IT და სოციალურ პროექტებში. წლების მანძილზე კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის და ციფრული ჰიბრიდების პროექტირებას და დანერგვას სხვადასხვა კომპანიებში.
წარმატებით მიღწეულია ახლებური IT გადაწყვეტები ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ვენდინგის სისტემები და საკურიერო-საფოსტო სერვისების დაპროექტება-დანერგვა, ასევე, კომპანიამ თავი გამოიჩინა ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით გაჯერებული სხვადასხვა ჭკვიანი აპლიკაციების და სერვისების დაპროგრამებაში.
იუზერ აკადემია ასე ყურადღებით აკვირდება ნიჭიერი და პერსპექტიული ახალი კადრების გამოჩენას, რომელზეც ბევრი რამე დამოკიდებული კომპანიის სამომავლო გეგმებში. ჩვენი ტრენინგების პერიოდში მრავალი ასეთი სპეციალისტი გამოიკვეთა და ჩვენთან კარი მუდამ ღიაა ასეთი მონდომებული ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.
ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა სოციალური და სტარტაპ პროექტების განხორციელებას როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პარტნიორ ორგანიზაციებთან სხვადასხვა გადამზადების პროექტებში და სტარტაპების ხელსეწყობაში.

მაგალითად 2021 წელს დასრულდა შემდეგი პროექტები:

  1. შპს “VENDPAY” – ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ვენდინგ სისტემების დანერგვასა და მომსახურებაში (ყავის აპარატების ქსელი და სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტები)
    User academy -მ მიიღო შეკვეთა ვენდინგის აპარატებში უნაღდო ანგარიშწორების და ბალანსების მართვის სისტემის შექმნაზე, რომელიც დაფუძნებულია MDB პროტოკოლზე. პროექტირების პროცესში ჩვენს კომპანიებს შორის იყოს ინტენსიური და ძალიან საინტერესო თანამშრომლობა. ჩვენ წარმატებით შევქმენით აპლიკაციები Android და IOS პლათფორმაზე, ასევე აპარატრული კავშირის უზრუნველყოფა აღნიშნული პროტოკოლირებით და ამასთან, ფინანსური ნაკადების, საპარტნიორო-სარეალიზციო აღრიცხვის სერვერული მხარე. ჩვენ ვამაყობთ რომ გავამართლეთ ჩვენი კლიენტის ნდობა და პროექტი წარმატებით ინერგება სხვადასხვა ქალაქებში.

    ომარ მელაძე – კომპანია “vendpay”-ს დამფუძნებელი და დირექტორი:
    ჩვემი გამოცდილებით ვიცოდით, რომ ასეთი სირთულის პროექტის განხორციელება არ იქნებოდა ადვილი, ვინაიდან MDB პროტოკოლის მიმართულებით საქართველოში ნაკლებად მოიძებნება სპეციალისტები. ჩვენ დაუკავშირდით User academy-ს და ნამდვილად გამართლდა ჩვენი გადაწყვეტილება. ვინაიდან, პროქტი პრავალკომპონენტიანი (ციფრულ ჰიბრიდირებას ვგულოსხმობ) მისი საფინალო ვერსია მართლაც შტამბეჭდავი გამოვიდა. მოხარული ვართ, რომ საქართველოში არსებობს ასეთი წარმატებული კომპანია. რა თქმა უნდა მზად ვართ შემდეგი პროექტები მხოლოდ იუზერ აკადემიასთან ერთად გავაკეთოთ.
  2. შპს “იგლ ექსპრეს” – თანამედროვე სამყარო დელივერის და საკურიერო სისტემების ბუმმა მოიცვა, გამომდინარე პანდემიიდან ამ მიმართულებით ძლიერ გააქტიურდა IT შეკვეთები. ერთ ერთი ასეთი საინტერესო ამოცანა იყო შეგვექმნა სრულფასოვანი საკურიერო-სარეალიზაციო სისტემა მართვის მოქნილი სისტემით და ადმინისტრირების მოდულებით.

    ალექსანდრე ორაგველიძე – შპს “იგლ ექსპრეს” -ის დამფუძნებელი:
    ჩემი კომპანიის საქმიანობა იმდენად ბევრ პარამეტრს მოიცავს, რომ მისი IT დაპროექტებაც კი უზარმაზაც ძალისხმევას მოითხოვდა. საკურიერო სისტემა სრული მასშტაბით რომ ვთქვათ ძლიერ საინტერესო საქმიანობაა და მე როგორც პროფესიონალმა ამ ბიზნესში უამრავლი ახალი კომპონენტი შემოვიტანე. საჭირო იყოს მისი IT პროექტად გარდაქმნა და დანერგვა. გამოჩნდა კომპანია იუზერ აკადემია, რომელმაც ყველა ჩვენ ბიზნეს პროცესს ხორცია შეასხა და აქცია ციფრულ ეკოსისტემად. ამ პროცესმა მოგვცა ძალიან დიდი შეღავათი საკურიერო პროცესების მართვაში, განსაკუთრებით დროის მართვის ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიქმნა ადმინისტრირების, პარტნიორ-შემკვეთებთან ურთიერთობის და საკურიერო ნაკადების მართვის უნიკალური სისტემა და მობილური აპლიკაციები. მადლობას ვუხდი იუზერ აკადემიის ხელმძღვანელობას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის. ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთმო მომავალში იუზერ აკადემიის გუნდთან.
  3. შშმ პირთა განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრი – შეიქმნა მობილურ აპლიკაცია უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის . აპლიკაციის ძირითადი ფუნქციონალია ვიდეო ჩეთის ორგანიზება – გააქტიურება უსინათლოთა დახმარებისთვის. პროექტის ავტორებმა წარმოადგინეს ტექნიკური დავალება, რომელიც იყო ანალოგი მსოფლიოში ცნობილი უსინათლოთა დახმარების სისტემისა, როგორიცაა Be My Eyes.

    შშმ პირთა განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრიხელმძღვანელი ინგა საღინაძე:
    პროექტის წამატებით ჩატარება საკმაოდ შრომატევადი და სათუთი პროცესი იყო, ვინაიდან საქმე ეხებოდა უსინათლო ადამიანების დახმარების სისტემას. აპლიკაციების შექმნისას პარალელურად იქმნებოდა აუდიო ბაზის ფორმირება და დაპროგრამება, ასევე ვიდეო ჩეთის ტექნიკურად გამართული სისტემის ორგანიზება სპეციალური სერვერის გაოყენებით . საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ეს იუზერ აკადემიის გუნდი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ნამდვილად მივიღეთ სანიმუშოდ შესრულებული მობილური აპლიკაციები Android და IOS ვერსიებად და ასევე სამართავი მულტიფუქციური ვებ პანელი. ეს აპლიკაცია არის პირველი ქართული აპლიკაცია ვიდეო დახმარებისთვის.